სტენდალი (ფრანგ. Stendhal), ნამდვილი სახელი: ანრი მარი ბეილი (ფრანგ. Marie-Henri Beyle; დ. 23 იანვარი, 1783, გრენობლი – გ. 23 მარტი, 1842, პარიზი) — ფრანგი მწერალი. სწავლობდა იზერის ცენტრალურ სკოლაში, 1799 წელს პარიზში გაემგზავრა და სამხედრო სამინისტროში დაიწყო მუწაობა. მონაწილეობდა ნაპოლეონის ლაშქრობებში. 1830 წელს დაინიშნა საფრანგეთის კონსულად ტრიესტში, 1831 წელს - ჩივიტაველაში, სადაც 10 წელი დაჰყო. სიცოცხლეში აღიარება არ მოუპოვებია. მისი ადრინდელი ნაწარმოებები „აზრები. ახალი ფილოსოფია“, კომედიები: „ორი კაცი“, „ლიტელიე“, „წერილები პოლინისადმი“ და სხვა XX საუკუნის 30-იან წლებში გამოქვეყნდა. 1817 წელს გამოქვეყნდა სამი ნაშრომი: „პაილნის, მოცარტისა და მეტასტაზიოს ცხოვრება“, „ფერწერის ისტორია იტალიაში“ და „რომი, ნეაპოლი და ფლორენცია“, „გასეირნება რომში“ (1829), „ტურისტის ჩანაწერები“ (1838), „სიყვარულის შესახებ ტრაქტატი“ (1822), მწერლის შედევრებად მიჩნეულია რომანები: „წითელი და შავი“ (1830), „პარმის სავანე“ (1839). ამ ორ მონუმენტურ რომანს წინ უძღოდა „იტალიური ქრონიკები“. სტენდალს ეკუთვნის მემუარული ჟანრის ბრწყინვალე ნიმუშები, ავტობიოგრაფიული მოთხრობები: „ეგოისტის მოგონებები“ (1833), „ანრი ბრიულარის ცხოვრება“ (1835).