ავტორი (ები): რადიარდ კიპლინგი
ავტორის შესახებ
ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (ინგლ. Joseph Rudyard Kipling; დ. 30 დეკემბერი, 1865, ბომბეი, ინდოეთი ― გ. 18 იანვარი, 1936, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი მწერალი, პოეტი და ნოველსიტი. კრიტიკოსებისა და მითხველების მიერ მის საუკეთესო ნაწარმოებებად მიჩნეულია: "ჯუნგლების წიგნი" (The Jungle Book), "კიმი" (Kim), ლექსი «უკანასკნელი სიმღერა» (Recessional). 1907 წელს კიპლინგი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პირველი ინგლისელი ლაურეატი ხდება. იმავე წელს ჯილდო მიიღო პარიზის, სტრასბურის, ათენისა და ტორონტოს უნივერსიტეტებისგან. ასევე დაჯილდოვებულია ოქსფორდის, კემბრიჯის, ედინბურგისა და დარემის უნივერსიტეტების საპატიო ხარისხით. კიპლინგი ნაწარმოებების მდიდარმა ენამ, მეტაფორების სიუხვემ დიდი წვლილი შეიტანა ინგლისური ენის საგანძურში.