
ლექციების კურსი ,,სოციალური სტატისტიკა მოიცავს პროგრამით გათვალისწინებულ ძირითად თემებს. მასში გამოკვლეულია სოციალური სტატისტიკის ზოგადი საკითხები - საგანი, ამოცანები, სოციალური სტატისტიკისა და ეკონომიკური თეორიის ურთიერთკავშირი, სოციალური სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემის ფორმირება; გაანალიზებულია სოციალური სტატისტიკის განვითარების ისტორია, სოციალურ მოვლენათა სტატისტიკური გამოკვლევის მეთოდოლოგია, სოციალურ-სტატისტიკურ მონაცემთა უტყუარობის შესახებ.
ნაშრომში მოკლედაა გაშუქებული სოციალური სტატისტიკის სპეციალური საკითხები – მოსახლეობის სტატისტიკა, შრომითი საქმიანობის სტატისტიკა, მორალურ-სამართლებრივი სტატისტიკა, მოსახლეობის დროის ბიუჯეტის სტატისტიკა, მოსახლეობის ცხოვრების დონის სტატისტიკა და სხვ.
წიგნი გათვალისწინებულია სტუდენტებისა და აღნიშნული საკითხე-ბით დაინტერესებული პირებისათვის