წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება შინამეურნეობებისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების პარამეტრების ურთიერთდამოკიდებულების ანალიზს. ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების განხილვა-კლასიფიკაციას.
ნაშრომის პირველ თავში მოცემულია ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემაში შინამეურნეობების ადგილისა და როლის თეორიულ–მეთოდოლოგიური საფუძვლები.
მეორე თავი ეთმობა შრამეურნეობების განვითარების პარამეტრთა ანალიზს საქართველოში და წარმოდგენილია შინამეურნეობების მიერ საწარმოო რესურსების ფლობის, სამომხმარებლო დოვლათთა ბაზარზე მათი მოთხოვნის სტრუქტურის, შემოსავლებისა და ხარჯების პარამეტრები.
ნაშრომის მესამე თავში დაჯგუფებულია შრამეურნეიბებისა და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების, ფინანსური, სოციალური და სასურსათო უსაფრთხოების ინდიკატორები.
დასკვნითი ნაწილი მოიცავს, როგორც დასკვნებსა და წინადადებებს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და შინამეურნეობების სფეროში არსებულ პრობლემებზე, ასევე იმ ძირითად ღონისძიებათა ჩამონათვალს, რომელთა განხორცილებამ უნდა განაპირობოს განვითარების მისაღებ პარამეტრთა უზრუნველყოფა.