
5 - Book
მონოგრაფიაში განხილულია – სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი პირობები (გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, ჰავა, ჰიდროგრაფია, ნიადაგსაფარი, მცენარეული საფარი, ცხოველთა სამყარო, ლანდშაფტები). თანამედროვე გეოინ-ფორმაციული რუკების საფუძველზე ჩატარებულია, კლიმა-ტური, ჰიდროლოგიური, მიწის და ტყის რესურსების კომ-პლექსური კვლევები, რომელთა შედეგებს აქვს პრაქტიკული გამოყენება რეგიონის ეფექტური და რაციონალური ათვისე-ბის თვალსაზრისით. კვლევის შედეგად მიღებულია რუკათა სერია (8 რუკა), რომლებიც შედგენილია გეოინფორმაციულ სისტემაში. რეგიონის კლიმატური-სითბური, წყლის, ქარისა და მზის ენერგეტიკული, საკურორტო-რეკრეაციული, აგრო და ნიადაგ-კლიმატური, ჰიდროლოგიური და ტყის რესურ-სების საფუძვლიანი შეფასების მიზნით ჩატარებულია მრავალფაქტორული გეოგრაფიული ანალიზი.