
3 - Book
ნაშრომი წარმოადგენს ქართველური ენობრივი ერთეულების - ქართულის, მეგრულის, ლაზურის, სვანურის სახელთა (არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი, ნაცვალსახელი) პრაქტიკუმის შედგენის პირველ ცდას. მასალა დალაგებულია პრინციპით - მოკლე თეორიული განმარტებანი, თითოეული გრამატიკული კატეგორიის შესაბამისი მასალა, ლექსიკა და სიტყვა-ფორმათა ახსნა, სავარჯიშოები, ტექსტები;
წიგნი განკუთვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ ქართული უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.