
2 - Book
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე პარადიგმები
წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს, მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო და მასწავლებლის მომზადების (საბაზო და საშუალო საფეხურზე) დამოუკიდებლად არსებული პროგრამების სტუდენტებისთვის. მონოგრაფიაში შესწავლილია ქართული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი კურსის სწავლების მეთოდიკაში, მეორე ეტაპის (V-VI კლასების) მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვის, სწავლისა და სწავლების მრავალფეროვანი, მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული სტრატეგიები და მეთოდები. გაანალიზებულია სწავლების ყველა საფეხურზე შეფასების ტიპები, პრინციპები, მეთოდები და სსსმ მოსწავლეთა ისგ-ს საფუძველზე სწავლების მეთოდიკა. წიგნი დახმარებას გაუწევს სწავლების მეთოდიკით დაინტერესებულ პირებს.