.

ქართული ენის სამეტყველო ფუნქციები
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2019
4354
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
Annotation
 

ქართული ენის სამეტყველო ფუნქციები

ლაპარაკი/ მოსმენა

 

ჩვენი მისალმება გვსურს დავიწყოთ დიდი ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის, სიტყვებით, რომელიც ახალგაზრდების, ანუ, როგორც თავად უწოდებს, ყმაწვილების, აღზრდასა და განათლებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდან მოსულა, სად არის, წავა სადაო“...

დავით გურამიშვილის ეს სიტყვები გვასწავლის, რომ ცოდნა და განათლება ის ერთადერთი წყაროა, რომელიც ძლიერ საფუძველს შეგიქმნით საიმისოდ, რათა შეიცნოთ საკუთარი თავი, შეისწავლოთ და დააფასოთ ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი, შეიძინოთ საჭირო ცხოვრებისეული გამოცდილება, გაძლიერდეთ და განმტკიცდეთ.

Additional Information
 

ჩვენი, თქვენი ლექტორების, პროფესორ-მასწავლებლების სურვილიც სწორედ ესაა - დაგეხმაროთ, შეგასწავლოთ და სწორი მიმართულება მივცეთ თქვენს პირველ ნაბიჯებს ამ დიდად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო გზაზე. ჩვენი ვალია, დაგანახოთ ის სიკეთე, რომელიც სწავლა-განათლების მიღებას მოაქვს. ეს მხოლოდ დასაწყისია მომავალი დიდი ცხოვრებისა. ამიტომ თქვენც გევალებათ, დიდი მონდომებით მიიღოთ და გაითვალისწინოთ ჩვენი თქვენდამი დამოკიდებულება, ყოველი სიახლე, დღითიდღე განავითაროთ და განვითარდეთ.

გილოცავთ, ახალი და საინტერესო ცხოვრების დაწყებას, გვსურს, დაგილოცოთ ეს გზა და მუდამ გახსოვდეთ, რომ ისეთ სიმდიდრეს, როგორიც ცოდნა და განათლებაა, ვერაფერი შეცვლის! არ გადაუხვიოთ ამ გზიდან! იარეთ სულ წინ და წინ! ახალი წარმატებებითა და სიკეთით! გიყვარდეთ ერთმანეთი, დააფასეთ თქვენზე მზრუნველი ადამიანები, ჩვენი უნივერსიტეტი და არასოდეს დაივიწყოთ, რომ სწორედ სიყვარული და მადლიერებაა ყოველი სიკეთისა და წარმატების საფუძველი!

Specifications

  • Date of Publish: October 7, 2019
  • Publisher: თბილისი
  • Language: Geo
  • Pages: 128
  • Views: 4354
  • Ratings: 5.0

Book Author(s)

Recommendations