
1 - Book
ნაშრომი ეძღვნება პოლისემიისა და ომონიმიის პრობლემის პარალელურ განხილვას ქართული და აფხაზური ენების მასალაზე. მონოგრაფიულადაა წარმოდგენილი ქართულსა და აფხაზურში პოლისემიისა და ომონიმიის მთელი რიგი საკვანძო საკითხები. მოცემულია ძირითადი მოდელები, გამოვლენილია სემანტიკური ნიუანსები; მასალა განხილულია სხვა ენობრივ სისტემებთან მიმართებით, რის საფუძველზეც ხაზგასმულია საკუთრივ ქართულისა და აფხაზურისათვის დამახასიათებელი სპეციფიკა. მოცემულია ცდა მთელ რიგ საკითხთა ახლებური ახსნისა.