3 - Book
მოგზაურობა ყარაბაღში
Date Of Issue: 1992
Publisher:
თბილისი
Annotation
 
აკა მორჩილაძე ოცდახუთი წლის ასაკში წერს და აქვეყნებს თავის პირველ რომანს „მოგზაურობა ყარაბაღში“. რომანის მთავარი პერსონაჟის გია მიქატაძის მიერ მოთხრობილი ამბავია, რომლის „კეთილდღეობასაც“ კონსერვების ბიზნესით გამდიდრებული მამა, თენგიზა მიქატაძე უზრუნველყოფს. ტექსტში, ერთი მხრივ, „ახალი ქართველის“ ტიპი და, მეორე მხრივ, მამაზე ძალაუნებურად დამოკიდებული შვილის რეალისტური პერსონაჟები ჩნდებიან. ნაწარმოების ფაბულა ასეთია: გიას ბავშვობის მეგობარი - მარტივი, უტვინო, უშიშარი და უტეხი, მუდამ უფულო და გამორჩენის მომლოდინე ნარკომანი,გოგლიკო ნარკოტიკებით მოვაჭრე აჩიკო ყიფიანის წინადადებას დახარბდება და მზადაა აზერბაიჯანში გაეგზავნოს „წამლისათვის“.