
მარკეტინგის საფუძვლები ერთ-ერთი სავალდებულო სასწავლო დისციპლინაა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის სპეციალისტების მოსამზა-დებელ სპეციალობებზე. ნაშრომში ლოგიკური თანმიმდევრობით არის გადმოცემული თანამედროვე მარკეტინგის ძირითადი საკითხები. დასაწ-ყისში განხილულია მარკეტინგის ძირითადი ცნებები და სტრატეგიები, შემდეგ კი მარკეტინგის კომპლექსის ელემენტები. მომდევნო თავები ეთ-მობა ინტერნეტის როლს მარკეტინგის განვითარებაში, მომსახურების და საერთაშორისო მარკეტინგის სპეციფიკური თავისებურებების დახასიათე-ბას. ნაშრომში მოცემულია, აგრეთვე, ტესტები მარკეტინგის საფუძვლე-ბის ათვისების დონის თვითშეფასებისთვის. მოცემული წიგნის სტრუქტუ-რა აადვილებს მარკეტინგის შესწავლას და განაპირობებს მისი როლისა და მნიშვნელობის გაცნობიერებას ბიზნესში. ნაშრომი წარმოადგენს ლექციების კურსს, რომელიც განკუთვნი-ლია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. ის დახმარებას გაუ-წევს მარკეტინგის საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც.