.

ISC CHTAB 2023
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2023
996
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის
ISC CHTAB 2023-ის მასალები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2023 წლის 6-8 ივლისს ქ. ბათუმში ჩატარდა მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია <ბიოპოლიმერების ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები>.

კონფერენციის ორგანიზატორი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების პროფესორი, ლალი ტაბატაძე; თანაორგანიზატორები: თსუ-ს ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი, ნელი სიდამონიძე, ქიმიის დოქტორი, ელზა მარქარაშვილი.

ISC CHTAB 2023 კონფერენციის მიზანია კვლევის შედეგების წარმოდგენა მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე ბიოპოლიმერების სინთეზისა და გამოყენების თვალსაზრისით, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და მოთხოვნადია ქიმიური, საკვები, ფარმაცევტული და სხვ. ინდუსტრიაში და რამდენიმე სამეცნიერო სფეროს (ბიოლოგია, ქიმია, ტოქსიკოლოგია, ნანოტექნოლოგია, ბიოტექნოლოგია, ბიომედიცინა, ქიმიური ტექნოლოგია) გადაკვეთას წარმოადგენს.

Additional Information
 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - ISC CHTAB 2023, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა: პოლონეთიდან (გდანსკი), ყაზახეთიდან (ალმაატა) წარმოადგინეს სამეცნიერო ნაშრომები თანამედროვე ბიოორგანული ქიმიის მიღწევებზე; აგრარულ და მემბრანულ ტექნოლოგიებზე; მცირენარჩენიან, მაღალპროდუქციულ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე; ბიომასალებზე და ბიონანომასალებზე; ბუნებრივი წარმოშობის ბიოდეგრარირებად პოლიმერებზე; სასურსათო და გარემოს დაცვით საკითხებზე. ISC CHTAB 2023 კონფერენციაში ჩართული იყო სულ 242 მონაწილე, ესენია როგორც საქართველოში არსებული უნივერსიტეტების და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები, ისე საზღვარგარეთის საერთაშორისო უნივერსიტეტების უცხოელი კოლეგები, ახალგაზრდები. ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ჩართულობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი კვლევების საერთაშორისო კვლევებთან ინტეგრაციას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია კონფერენციის თემატიკით ქართველი და უცხოელი კოლეგების მიერ შესრულებული ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, რაც წარმოდგენილია ISC CHTAB 2023 კონფერენციის მასალებში.

Specifications

  • Date of Publish: September 11, 2023
  • ISBN-13: 978-9941-33-563-1
  • Publisher: თბილისი
  • Language: Geo
  • Pages: 104
  • Views: 996
  • Ratings: 5.0
Recommendations