.

ფიზიკური ქიმია: ლაბორატორიული პრაქტიკუმი
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2017
2863
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

ფიზიკური ქიმია I - ლაბორატორიული პრაქტიკუმი

ფიზიკური ქიმიის კურსს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ქიმიის დარგში სპეციალისტების მომზადების საქმეში. ამ სასწავლო დისციპლინის ათვისების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ლაბორატორიულ მეცადინეობათა შინაარსსა და მათ პრაქტიკულ რეალიზებაზე. ფიზიკური ქიმიის ლაბორატორიულმა პრაქტიკუმმა უნდა მისცეს სტუდენტს ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ მჭიდრო კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან ექსპერიმენტის თეორია და პრაქტიკა. მან უნდა განუმტკიცოს სტუდენტებს თეორიული ცოდნა და ჩამოუყალიბოს ფიზიკურ - ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარების უნარ - ჩვევები. ყოველივე ეს მჭიდროდ უკავშირდება ქიმიური გარდაქმნების თანმხლებ სხვადასხვა ფიზიკურ მოვლენებზე დაკვირვებასა და შესაბამის ფიზიკურ სიდიდეთა გაზომვას თანამედროვე ხელსაწყო - დანადგარების გამოყენებით.

Additional Information
 

წარმოდგენილი ნაშრომი დაფუძნებულია სტუდენტებთან პრაქტიკული მუშაობის იმ მრავალწლიან გამოცდილებაზე, რომელიც დაგროვდა თსუ ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ქვემიმართულებაზე ფიზიკური ქიმიის სწავლების პროცესში. მასში გათვალისწინებულია ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება ნივთიერების აღნაგობის, თერმოქიმიის, ჰეტეროგენული და ჰომოგენური წონასწორობის თემებზე. ამ ამოცანების ჩატარებას ძირითადად ითვალისწინებენ სასწავლო დისციპლინები „ფიზიკური ქიმია-1“ და „ფიზიკური ქიმია-3“. პირველი ორი ამოცანა ეხება დაკვირვებათა ცდომილებებს და ცდისეული შედეგების სტატისტიკურ დამუშავებას, აგრეთვე ზოგიერთი გრაფიკული მეთოდის გამოყენებას ფიზიკურ ქიმიაში.

Specifications

  • Date of Publish: June 23, 2020
  • Publisher: თბილისი
  • Language: Geo
  • Pages: 64
  • Views: 2863
  • Ratings: 5.0
Recommendations