.

ძლევაი საკვირველი
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2016
9802
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

ძლევაი საკვირველი

დიდგორის ბრძოლა და თბილისის შემოერთება

თითქმის 900 წლის წინ (1121 წ.) დიდგორზე მოპოვებულმა ძლევაი საკვირველმა და მისმა უშუალო შედეგმა -თბილისის შემოერთებამ, არა მხოლოდ დააგვირგვინა საუკუნენახევრიანი ბრძოლა ერთიანი ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად, არამედ სათავე დაუდო ქართული პოლიტიკური სამყაროს შემდგომ, მანამდე სრულიად უპრეცედენტო, გაძლიერებას.

წიგნში, რომელიც, ფაქტობრივად, მონოგრაფიულ გამოკვლევას წარმოადგენს, ამომწურავადაა გაშუქებული დიდგორის სახელოვანი ეპოპეის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები, ნაჩვენებია დიდგორზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მთელი სიდიადე, დავით აღმაშენებლის საქართველოს წამყვანი როლი და ადგილი კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.

მიუხედავად იმისა, რომ შოთა მესხიას ამ ნაშრომის გამოქვეყნებიდან (1972 წ.) ოთხ ათეულ წელზე მეტი გავიდა, მას ოდნავადაც არ დაუკარგავს მეცნიერული ღირებულება და დღესაც უთუოდ მიიპყრობს არა მხოლოდ სპეციალისტთა, არამედ საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრის ყურადღებას.

წიგნი გამოსაცემად მოამზადეს

მარინე მესხიამ და ზურაბ პაპასქირმა

 

რედაქტორი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი

 

Additional Information
 

MIRACULOUS VICTORY

Battle Of Didgori And Liberation Of Tbilisi

Nearly 900 years ago, in 1121 the “Miraculous Victory” was achieved by Georgian army at Didgori, the immediate outcomes of which were not only regaining Tbilisi as the capital city and crowning a century-and-a-half struggle of the country for the unification of the Georgian state, but also promoting the unprecedented expansion of Georgia’s political influence.

Shota Meskhia’s book offers a full study of the military and political aspects of the renowned event at Didgori. It also points to the greatness of the historical victory and the leadership of David the Builder’s Georgia in the Caucasus and the Near East.

More than forty years have elapsed since Sh. Meskhia’s book was first published (1972) but its cardinal scientific importance is still at its heights, attracting the interest of academic researchers as well as of the wide range of readers interested in the history of Georgia.

The book was prepared by

Marine Meskhia and Zurab Papaskiri

 

Editor: Academician of the Georgian National
Academy of Sciences Roin Metreveli

 

Specifications

Book Author(s)

Recommendations