
წარმოდგენილ სასწავლო-პრაქტიკულ სახელმძღვანელოში განხილულია ბიზნესის ადმისტრირების (მართვის) სისტემასთან ურთიერთდაკავშირებილი ბუღალტრული აღრიცხვის, მიკროეკონომიკური (მმართველობითი და ფინანსური) ანალიზის, ბიზნესის (მეწარმეობის) ფინანსური მენეჯმენტის მიზნობრივი ანალიზის მეთოდოლოგიურ-გამოყენებითი საკითხები; ბიზნესის (დარგის) განვითარების პროგნოზირების თავისებურებანი; ფინანსური ანგარიშგების ანალიზის მეთოდურ-გამოყენებითი, კონკურენტული უპირატესობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის-პროგნოზირებისა და ბიზნესის (კომპანიის) ღირებულების შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიურ-პრაქტიკული ასპექტები. ასევე, შემოთავაზებულია თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების საკვლევი თემატიკა; საქმიანი სიტუაციების, სავარჯიშოების, ტესტების, ამოცანების ამოხსნისა და საკონტროლო-საგამოცდო დავალებების ნიმუშები.