.

ბიჭვინთის ნაქალაქარი
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 1991
4356
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

მონოგრაფიაში შესწავლილია ანტიკური ხანია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის - ბერძნულ-რომაული წყაროების „პიტიუს“ - „პიტიუნტის“ (დღევანდელი ბიჭვინთა, აფხაზეთი, გაგრის ზონა) ისტორია ახ. წ. II-VI საუკუნეებში. ნაშრომი ემყარება წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მასალების ანალიზს. დამტკიცებულია, რომ პიტიუნტი, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი, რომაულ ეპოქაში შედიოდა პროვინცია კაპადოკიის შემადგენლობაში და მისი თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობაში მონაწილეობა მიუღია XV ლეგიონს.

IV საუკუნის პირველ მეოთხედში აქ არსდება საეპისკოპოსო კათედრა, რაც მხოლოდ ქალაქებისათვის იყო დამახასიათებელი. დაწვრილებით არის განხილული ქალაქის ეკონომიკის, ფულადი მიმოქცევის, პოლიტიკური, კულტურული ცხოვრების რიგი ასპექტები. წიგნი გამიზნულია ისტორიკოსებისა და არქეოლოგებისათვის.

 

Specifications

Recommendations