.

Культура

Февраль 6, 2016

აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის უახლესი ფოტოების ალბომი გამოიცა (RU)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ალბომი კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში” გამოიცა.

მასში თავმოყრილია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ცხრამეტი უძრავი ძეგლისა (ბედიის, ბიჭვინთის, სვიმონ კანანელის, კამანის, ილორის, მოქვის და სხვა ეკლესია-მონასტრები) და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის რვა ძეგლის (მოქვის ოთხთავი, ბიჭვინთის ოთხთავი, ბიჭვინთის მოზაიკა, ბედიის ბარძიმი და სხვ.) უახლესი ფოტომასალა, ასევე ამ ძეგლების ისტორიული, არქიტექტურული და ამჟამინდელი მდგომარეობის აღწერა.

ალბომი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა მოამზადა.

მას თან ერთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ერთიანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სია, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მითითებით.

როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, ალბომის გამოცემა ემსახურება აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტას, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობისა და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

ალბომის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში დღეს შედგება.

რეკომენდაციები