ცისფერყანწელები - მიმოწერა
ცისფერყანწელის მიმოწერა ერთად პირველად ქვეყნდება. წიგნებში თავმოყრილია ცამეტი მწერლის პირადი წერილები ერთმანეთთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, სხვა ქართველ თუ უცხოელ მწერლებთან, ოფიციალური მიმართვები და განცხადებები. მიმოწერის ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელი იყო. წერილების უმეტესობა დაცულია ლიტერატურის მუზეუმში, დანარჩენი კი _ საქართველოს ეროვნულ არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში, ქუთაისის ცენტრალურ არქივსა და ისტორიულ მუზეუმში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმსა და მწერალთა საოჯახო არქივებში. პირველ წიგნში ქრონოლოგიურად წარმოდგენილია 1902_1931 წლების მიმოწერა, მეორე წიგნში კი _ 1932_1937 წლების წერილებს.