.

სოლომან მორბელაძე
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 1894
Издательство: თბილისი
4648
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
Аннотация
 

როცა დავით კლდიაშვილის პროტაგონისტების თავგადასავალს ვკითხულობთ, ზოგჯერ მათი ამპარტავნება ღიმილს გვგვრის და სიცილის გუნებაზე გვაყენებს, მაგრამ მათი სიღარიბე, სიბეჩავე, ცრუმორწმუნეობა და საცოდაობა ყოველგვარი ხალისის სურვილს გვართმევს და იწვევს სიბრალულს, თანაგრძნობას, თანალმობას. ღიმილი პირზე გვაშრება, როგორც კი მივხვდებით ორ ჭეშმარიტებას: პირველი ის, რომ გაჭირვებული ადამიანი შეუძლებელია იყოს დაცინვის საგანი და მეორეც ის, რომ როგორიც არიან ადამიანები, ისეთია ქვეყანაც. თავის სამშობლოს სიბეჩავესა და გაჭირვებას კი არავინ დასცინის ამქვეყნად. ქართველი კაცის ჭაპანწყვეტას დ. კლდიაშვილი გამკილავი თვალით კი არ უყურებდა, არამედ – თანაგრძნობით, თანალმობითა და სიყვარულით სავსე გულით. და თუ ხანდახან მწერლის ჭკვიან და კაეშნიან სახეს სევდიანი ღიმილი გაანათებს, ეს იმედია, ჩანერგილი იმათგან, ვინც, როგორც თავად ბრძანებს, გული სიყვარულით გაუთბო, ასწავლა ადამიანის პატივისცემა და ნდობა.

აკაკი ბაქრაძე

 

Характеристики

  • Опубликовано: Июль 21, 2017
  • Издательство: თბილისი
  • Язык: Geo
  • Количество страниц: 38
  • Просмотры: 4648
  • Оценки: 5.0

Автор(ы) Книг

Рекомендации