
14 - Книга
მკითხველის წინაშეა ახალგაზრდა მკვლევართა სტატიების კრებული, რომელიც შრომის სამართლის პრობლემებს ეძღვნება. მკვლევართა დაინტერესების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების ადგილი კერძო სამართლის ღირებულებით სივრცეში, კერძოდ, დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებრივი ურთიერთდამოკიდებულება. ახალგაზრდა მკვლევრებს მრავალი სხვა შრომით-სამართლებრივი პრობლემა აქვთ განხილული და საინტერესო წინადადებებიც აქვთ შემუშავებული მოქმედი კანონმდებლობის დასახვეწად. რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი მარჯვედ იყენებენ შედარებით-სამართლებრივ მეთოდს და კარგად ხედავენ ქართული სამართლის ევროპულთან ჰარმონიზაციის გზებს.