შერლოკ ჰოლმსი – ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი – დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დეტექტიური ჟანრის მოყვარულ ნებისმიერი ასაკის მკითხველებში, კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყველა მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. განსაკუთრებით ჩახლართული დანაშაულის გამოძიების დეტალებს ჰოლმსის მუდმივი თანამგზავრი, ექიმი უოტსონი გვიამბობს. თუმცა გამოძიების ბოლომდე არც მას და არც მკითხველს არ ესმის, როგორ ხსნის დეტექტივი ყველაზე ჩახლართულ დანაშაულს, სანამ ამბის დასასრულს თავად ჰოლმსი არ „განგვიმარტავს“ თავისი „დედუქციური მეთოდის“ საიდუმლოს.