.

საქართველოს კაპიტალიზაცია
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 2015
Издательство: ივერიონი
3181
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Аннотация
 

   ნაშრომში განხილულია ტრანსფორმაციის პერიოდში საქართველოში ეკონომიკური ზრდისათვის კაპიტალიზაციის მნიშვნელობა და მისი განხორციელების შესაძლებლობები და გზები. ნაჩვენებია თუ როგორ მოხდა ეკონომიკის ყოვლისმომცველი დეკაპიტალიზაცია. კაპიტალიზაციის ზრდის პრობლემების დასაძლევად შემოთავაზებულია სრულიად ორიგინალური კაპიტალიზაციის განხორციელებისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მექანიზმი, რომლის განხორციელება ქვეყანას შეუძლია საკუთარი ძალებით. 

Подробности
 

     ნაჩვენებია ვაუჩერული პრივატიზების უნივერსალური ხასიათი და პერსპექტივა წარმოების ფაქტორების (შრომის, კაპიტალის, მიწის) დაბალი კაპიტალიზაციისა და აქედან გამომდინარე საინვესტიციო შიმშილის დაძლევის საქმეში. განსაკუთრებით უძრავი კაპიტალისა და მიწის (ფართო გაგებით მთელი ბუნებრივი რესურსების) საბაზრო ურთიერთობებში ჩართვის პროცესის დაჩქარებისა და დასრულების შესაძლებლობები. დასაბუთებულია არსებულ სინამდვილესთან უკეთ მისადაგებული საქართველოს ეკონომიკის მართვისა და განვითარების სტრატეგის საჭიროება და მოცემულია ავტორისეული რეკომენდაციები მის განსახორციელებლად. აგრეთვე, ნაჩვენებია იმ უდიდესი ისტორიული შანსის სწორად გამოყენების აუცილებლობა, რომელიც მემკვიდრეობით მიღებული უზარმაზარი სიმდიდრის, ე.წ. სახელმწიფო საკუთრების სახით არსებობს, რათა მოახდინოს გარღვევა საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაში მათი გამდიდრების მიმართულებით. ამისათვის აუცილებელია საკუთრებითი ურთიერთობის გარდაქმნის დასრულება, კაპიტალის რეალური ბაზრის შექმნა და ბუნებრივი რესურსების ამ ბაზარში ჩართვა. 
   წიგნი განკუთვნილია საქართველოში ეკონომიკური გარდაქმნებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ისტორიული, თეორიული და პრაქტიკული საკითხებით დაინტერესებული პროფესიული, სამეცნიერო, აკადემიური, სახელმწიფო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური წრეებისათვის. აგრეთვე, სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის.

Характеристики

Автор(ы) Книг

Рекомендации