საქართველოს განათლებისა და კულტურის ისტორიის ნარკვევები - აფხაზეთი (XIX-XX სს)
მონოგრაფიაში გაანალიზებულია XIX-XX საუკუნეების აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ისტორიის პრობლემები, ასახულია ამ დარგების განვითარების ორსაუკუნოვან ისტორიულ პროცესში მიმდინარე ძირითადი მოვლენები. სახელს იცვლიდა იმპერიული რეჟიმები და მათი პოლიტიკა, მაგრამ არ იცვლებოდა კონცეპტუალური მიდგომები და დამოკიდებულებები, რომლებიც კარდინალურად ცვლიდნენ ამ ორი დარგის განვითარებას.
ნაშრომში ისტორიულ კონტექსტში განხილულია მდიდარი ფაქტობრივი მასალა, რომლის საფუძველზე გადაფასებულია აფხაზეთში ისტორიული მეხსიერებისა და კულტურული იდენტობის კორელაციის პრობლემები. კვლევის საფუძველზე მოხდა ახალი პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც დასმული საკითხების ირგვლივ მომავალი კვლევების, დაკვირვებებისა და არსებულ შეხედულებათა გადაფასების შესაძლებლობებს იძლევა.
ნაშრომი განკუთვნილია განათლებისა და კულტურის ისტორიის სპეციალისტების, სტუდენტებისა და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.
რედაქტორი: ზურაბ პაპასქირი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
რეცენზენტი: დავით მალაზონია
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი