.

საქართველოს არქეოლოგიის ნარკვევები
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 2021
Издательство: თბილისი
2274
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
Аннотация
 

საქართველოს არქეოლოგიის ნარკვევები
(ძვ.წ. V - ახ.წ. V სს)

თანამედროვე არქეოლოგია საისტორიო მეცნიერებაა, რომელიც კაცობრიობის ისტორიას მიწაში და წყალქვეშ მიკვლეული ნივთიერი კულტურის ძეგლების საშუალებით შეისწავლის. მისი მოძიების საგანია ადამიანის, საზოგადოების მოქმედების ნივთიერი ნაკვალევის შესწავლა; კერძოდ, ძველი ნამოსახლარების, სამაროვნების, შრომის იარაღების, კერამიკის, შეიარაღება-საჭურველის, სამკაულის, საკულტო ინვენტარის კვლევა. „არქეოლოგიური კულტურა” ნიშნავს გარკვეულ ტერიტორიაზე ერთნაირი და თანადროული ნივთების ანუ არტეფაქტების, არქეოლოგიური ძეგლების ანუ კომპლექსების ერთობლიობას. მათი შესწავლის საფუძველზე ხდება ისტორიული ანალიზი და ცალკეული საზოგადოების განვლილი ეტაპების რეკონსტრუქცია-აღდგენა. საქართველოს მიწაწყალზე ქართველების ისტორიულ-კულტურული განვითარების, სხვადასხვა ხალხებთან ურთიერთობის ხანგრძლივი და თავისებური პროცესი ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა. ხსენებულ ეპოქაში საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური ჰეგემონობა კოლხეთის და იბერიის სამეფოებმა მოიპოვეს, რომელთა ადგილსა და საფუძველზეც შემდგომ განვითარდა ერთიანი სახელმწიფო - საქართველო.

 

Характеристики

  • Опубликовано: Август 3, 2021
  • ISBN-13: 978-9941-9681-9-8
  • Издательство: თბილისი
  • Язык: Geo
  • Количество страниц: 685
  • Просмотры: 2274
  • Оценки: 5.0

Автор(ы) Книг

Рекомендации