ნაშრომი წარმოადგენს სამხედრო ისტორიის მოკლე კურსს. მასში აღწერილია მსოფლიო ისტორიის ყველაზე ყურადსაღები ომები და ბრძოლები, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო მოქმედებათა ფორმების განვითარება უძველესი ხანიდან ჩვენს დრომდე. შედარებით მეტი ყურადღება ეთმობა სამხედრო ისტორიის უახლეს პერიოდს და, განსაკუთრებით, XX ს-ის მეორე ნახევრის უმნიშვნელოვანეს ლოკალურ ომებს.
ნაშრომში აგრეთვე წარმოდგენილია საქართველოში სამხედრო საქმის განვითარების ძირითადი მომენტები (1921 წლამდე). წიგნის ეს მონაკვეთი საქართველოს სამხედრო ისტორიის იმ კურსის ნაწილია, რომელსაც ავტორი კითხულობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1984 – 1992 წლებში.
ლექციების კურსი განკუთვნილია თავდაცვის ეროვნული აკადემიისა და სამხედრო კათედრების მქონე უმაღლესი სასწავლებლებისათვის.