
14 - Книга
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის ყოველწლიური სამეცნიერო გამოცემის (წელიწდეულის) - „საისტორიო ძიებანის„ VIII-IX ტომი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსისა და სასიქადულო მამულიშვილის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ შოთა მესხიას დაბადებიდან 90-ე წლისთავს. მასში დაბეჭდილია სტატიები საკუთრივ მეცნიერის ცხოვრებასა და ისტორიოგრაფიულ მემკვიდრეობაზე, მოგონებები მასზე; აგრეთვე სტატიები საქართველოს ისტორიის, მსოფლიო ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, რელიგიის ისტორიის, პოლიტოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე და ა.შ.
კრებული განკუთვნილია როგორც სპეციალისტების, ასევე ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის.