
8 - Книга
ვაჟა ეგრისელის პოეტური დებიუტი – მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი – ქართული ლიტერატურის რენესანსს დაემთხვა. უკვე შემდგარი იყო `ცხენთა შეჯიბრი, დასაკუთრებული იყო `პოეტების მეფის დაფნის გვირგვინი, ჩვენი მწერლობის ნოყიერ ნიადაგზე წარმატებით იღწვოდნენ სიტყვის რჩეულნი. თუმცა ისევ ათეიზმის, ავადსახსენებელი სოციალისტური რეალიზმის დროშა ეპყრათ ქვეყნის იდეოლოგიის მესვეურებს.სახეზე იყო სააგიტაციო-პროპაგანდისტული აჟღერება პოეზიის მაღალი მისიის დამვიწყებელთა მსუბუქი ქნარისა.