.

ოსური საკითხი და ქართული სინამდვილე (1917- 1925)
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 2020
Издательство: თბილისი
1104
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Аннотация
 

ოსური საკითხი და ქართული სინამდვილე (1917- 1925) წიგნი I

საარქივო და პრესის მასალებზე დაყრდნობით, ნაშრომში ქართული პოლიტიკური აზროვნების ფონზეა შესწავლილი ოსური სეპარატიზმის წარმოშობის და 1918, 1919, 1920 წლების აჯანყებების განმაპირობებელი მიზეზები. შიდა ქართლიდან ქართული მოსახლეობის გამოდევნის, საქართველოს ტერიტორიის მიტაცების და საბჭოთა რუსეთთან მიერთების მცდელობის ფაქტები. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ოსურ სეპარატიზმთან მიმართებაში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ კურსს, მის მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე მიღებულ შედეგებს. გამოკვლევის მეორე ნაწილში, საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ოსური სეპარატიზმისადმი მფარველობაა დასაბუთებული. დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ ოსების ავტონომია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად წინასწარ გამიზნულ ქმედებას წარმოადგენდა.

ნაშრომს დართული აქვს: ა) ოსური ავტონომიის პროექტების მიხედვით შედგენილი და საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი 7 ფერადი რუკა; ბ) 160 უნიკალური საარქივო დოკუმენტი. ეს მასალები ოსი სეპარატისტების ნამოქმედარის ობიექტური შეფასების და „სამხრეთ ოსეთის“ საბჭოური ავტონომიის შექმნის დანაშაულებრივი ქმედების უტყუარი დადასტურების შესაძლებლობას იძლევა. მეორე მხრივ, იგი XX საუკუნის 20-იანი წლების პოლიტიკური პროცესების შეფასებასთან მიმართებაში, ოსი ისტორიკოსების მიერ ქართველი ერისადმი წაყენებული ცრუ ბრალდებების მხილე- ბის დოკუმენრტურად დასაბუთებულ პასუხს წარმოადგენს. 

 

Характеристики

  • Опубликовано: Март 30, 2023
  • ISBN-13: 978-9941-26-637-9
  • Издательство: თბილისი
  • Язык: Geo
  • Количество страниц: 609
  • Просмотры: 1104
  • Оценки: 5.0

Автор(ы) Книг

Рекомендации