3 - Книга
მთვარე და ქუჩა
Год Издании: 2010
Издательство:
ს.ს.უ. გამომცემლობა
Жанр:
Стихотворение
Аннотация
პოეტის სამშობლო სიყვარულია, სახლი - ენა, საზრდელი - სევდა, ღვინო - მარტოობა, მიწა - ფიქრი... მზე - მარადისობაა, წვიმა - შთაგონება. პოეტმა ერთგულება იცის ამ ყველაფრის და ყველაფერი ადამიანსა და ღმერთს შორის ნათლის ანგელოზ ციცინათელასავით მიმოაქვს. პოეტი მუშაკია, გულის მუშა და ბედნიერიც გულითაა და უბედურიც - ამავე გულით. საკუთარ თავს „მთვარის ქურუმს“ უწოდებს. ან კი ვის ამოუკითხავს ბოლომდე პოეტის აღმსარებლობის ანი და ჰოე? იქნებ მისთვის, ყოველდღე რომ გადადის ვერეზე ხიდს სტუდქალაქიდან სოხუმის უნივერსიტეტამდე, ესაა აზრის საკურთხეველი და ლექსის გზა?!. არავინ იცის, სად და რითი იწყება და მთავრდება პოეზია, მაგრამ ის რომ უსიყვარულოდ არ არსებობს, ამაში ეჭვი არავის ეპარება.