მიკროეკონომიკური უსაფრთხოება ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემაში
წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის — მიკროეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების შესწავლას. მასში თანმიმდევრულადაა განხილული ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი მახასიათებლები და ელემენტები; ეკონომიკური უსაფრთხოების ადგილი და როლი ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში, მისი კრიტერიუმები და ინდიკატორები; მიკროეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მახასიათებლები და სტრუქტურა. გაანალიზებულია საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პარამეტრები.