
14 - Книга
არაფერია მზისქვეშ ახალი – თაობა მიდის, თაობა მოდის, ქვეყანა კი იგივე რჩება, – გვეუბნება ეკლეზიასტე. ირღვევა და იშლება ეს ქვეყანაც, ეს კლდეები, ეს ტაძრები, ეს ქალაქები, იშლება და ისევ აღდგება. არსი რჩება, ფორმები სახეს იცვლის – ეს არის მუდმივი წრებრუნვა, მუდმივი გასხლტომა სიკვდილის ხელებისაგან. სახეს იცვლის კულტურაც. ამ პროცესს მტკივნეულად აღიქვამს თანამედროვე, რომლის მზერა შეეზარდა მყარ საგნებს, მყარ ტრადიციებს. მას ეჩვენება, რომ ყველაფერი იღუპება, არადა – ნანგრევებიდან ამოდის სიცოცხლის ხე და მწვანე ფოთლებით იმოსება.
პროფ. სოსო სიგუას ნაშრომი “კულტუროლოგიის საფუძვლები” სამი წიგნისაგან შედგება: