
სახელმძღვანელოს პირველ ტომში შემოთავაზებულია თანამედროვე კორპორაციული ფინანსების მართვის თეორიულ–მეთოდოლოგიური მიდგომები, კონცეფციები და კორპორაციული ფინანსების მართვის საფუძვლები თანამედროვე ეკონომიკური რეალობის შესაბამისად. კერძოდ, განხილულია: კორპორაციული ფინანსების მართვის ორგანიზაციული და ინფორმაციული სისტემა; ფინანსური ბაზარი და ინსტიტუტები; ფინანსური რისკების შეფასებისა და პორტფელების თეორიები; აქტივების, საინვესტიციო საქმიანობისა და კაპიტალის დაფინანსების მართვის საფუძვლები. ხოლო სახელმძღვანელოს მეორე ტომში წარმოდგენილია მიკროეკონომიკური სტრატეგიული ანალიზის მეთოდები, კონცეფციები და ფინანსების სტრატეგიული მართვის მახასიათებლები; საგადასახადო და ფინანსური დაგეგმვა; კაპიტალის ღირებულების მართვა; ფინანსური ინჟინირინგი; საგარეო ეკონომიკური საქმიანობისა და ანტიკრიზისული მართვის სტრატეგიული მექანიზმის საფუძვლები; საქართველოში ბიზნესსექტორების მდგრადი განვითარების სტრატეგიები.
„კორპორაციული ფინანსების“ წინადებარე სახელმძღვანელოს ორტომეული ორიენტირებულია უმაღლესი განათლების ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ასათვისებლად.