.

კოდორის ხეობის დილემა (1993-2010)
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 2014
Издательство: თბილისი
1104
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
1.0
(1 შეფასება)
Аннотация
 

კოდორის ხეობის დილემა და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი (1993-2010)

 დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ნაშრომში ნაჩვენებია ბატალიონ "მონადირეს" და მისი სარდლის - ე. კვიციანის დამსახურება ზემო კოდორისა და ჩხალთას ხეობების, მარუხისა და ქლუხორის უღელტეხილების შენარჩუნებაში. დასბუთებულია, რომ მ. სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ე. კვიციანისა და ბატალიონ "მონადირეს" წევრებისადმი წაყენებული ბრალდებების პიარკამპანია, ცილისწამებაზე იყო დაფუძნებული და სამშობლოს დამცველთა დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ნაშრომში საფუძვლიანი ეჭვია გამოთქმული: 1) ზემო კოდორის ხეობაში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია (2006 წ. ივლისი), მ. სააკაშვილის, ი. ოქრუაშვილის და ი. მერაბიშვილის მხრიდან, რუსეთის შესაბამის უწყებებთან წინასწარ იყო შეთანხმებული; 2) აღნიშნული გაპიარებული ღონისძიება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ, რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსანთა კაბინეტებში შედგენილი გეგმის ერთი ნაწილის განხორციელებას წარმოადგენდა. დიდძალი ფაქტობრივი მასალის ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია: ა) რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მიზანმიმართულად და საფეხურებრივად გაუარესების განმაპირობებელი მიზეზები; ბ) დასაბუთებულია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ვიწრო წრის საიდუმლო გარიგების ელემენტებს შეიცავდა. ქვეყნის წინაშე ჩადენილი ამ დანაშაულებრივი ქმედების კლასიკურ გამოვლინებას, ზემო კოდორისა და ჩხალთას ხეობების, მარუხისა და ქლუხორის უღელტეხილების თოფის გასროლის გარეშე მტრისადმი ჩაბარება და მომხდარი ფაქტის, მ. სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან "გამარჯვების" ზეაღმატებულ ფორმებში წარმოჩენა წარმოადგენდა. ნაშრომს დართული აქვს ჩემს მიერ მომზადებული 9 რუკა, რომელიც დოკუმენტურად ადასტურებს, აფხაზეთში თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობის მონაკვეთს უნარჩუნებდა ქვეყანას ბატალიონ "მონადირეს" წევრები და მისი მეთაური.

 

Характеристики

  • Опубликовано: Ноябрь 1, 2023
  • ISBN-13: 978-9941-0-6538-5
  • Издательство: თბილისი
  • Язык: Geo
  • Количество страниц: 364
  • Просмотры: 1104
  • Оценки: 1.0

Автор(ы) Книг

Рекомендации