
წინამდებარე სახელმძღვანელოში, PHP-MySQL პლატფორმაზე ინტერაქტიული ვებ-საიტების შემუშავებისათვის, საბაზისო საშუალების სახით, შერჩეულია პოპულარული ვებ-რედაქტორი- Macromedia Dreamweaver MX. სახელმძღვანელოში, მაგალითის სახით განხილულია პროგრამების არქივისა და ელექტრონული სტატიების ბიბლიოთეკისათვის საიტის შექმნა. მასალა წარმოდგენილია პრინციპით: მარტივიდან რთულისაკენ. მარტივი სტატიკური ვებ-გვერდები შექმნილია DreamweaverMX რედაქტორის საშუალებით, გზადაგზა მოყვანილია HTML ენის აღწერა. MySQL მონაცემთა ბაზებიდან, მონაცემების ამომკრები მარტივი სერვერული გვერდები, აგრეთვე შექმნილია DreamweaverMX რედაქტორში. ამასთან დაწვრილებით არის განხილული DreamweaverMX-ის მიერ შექმნილი PHP-ს ყველა სცენარი, და აღწერილია მათი მუშაობა. პარალელურად არის მოცემული შესავალი მონაცემთა ბაზებში და მოცემულია PHP ენის მოკლე აღწერა. უფრო რთული ვებ-გვერდები შექმნილია PHP-MySQL-ის საშუალებებით, DreamweaverMX-ის გამოუყენებლად. მოცემულია განვითარებული ვებ-პორტალის ელემენტების შემუშავების მაგალითები: ასარჩევი ფერების გამა, ვებ-ინტერფეისის საშუალებით ფაილების მართვა, საკუთარი გზავნილების სია და სხვა. სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობის სტუდენტებისა და მაგისტრანტების, აგრეთვე ინტერნეტ და ვებ ტექნოლოგიებით დაინტერესებული სხვა სპეციალისტებისათვის, ვისაც გააჩნია საბაზისო ცოდნა საინფორმაციო-ტექნოლოგიების დარგში.