
ეროვნული სახელმწიფოებრიობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში (1917-1918 წწ.)
ნაკვეთი I
წინამდებარე ნაშრომში ყოველმხრივაა შესწავლილი ქართული პოლიტიკური აზრის დამოკიდებულება ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისადმი. ნაჩვენებია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამი საფე- ხური გაიარა: 1) საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნა რუსეთის დემოკრატიულ-ფედერაციული სახელმწიფოს შემადგენლობაში; 2) ამიერკავკასიის ერთიანი დემოკრატიულ- ფედერაციული სახელმწიფოს შექმნა და მის შემადგენლობაში საქართველოს უფლებების განსაზღვრის მცდელობა; 3) საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადება. დასაბუთებულია, რომ 1917-1918 წლების ქართული პოლიტიკური აზროვნება დროის მოთხოვნებს პასუხობდა და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ამიერკავკასიის რეგიონის გარშემო შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებას მაქსიმალურად ცდილობდა.
დამატების სახით ნაშრომს დართული აქვს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის - გ.გვაზავას მიერ 1929 წელს პარიზში დაბეჭდილი წერილი ”საქართველო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (წერილი მესამე).”