
ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი
წიგნში შესწავლილია საქართველოს ერთ-ერთი მხარის - ჯავახეთის ლაპიდარული წარწერები, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს VI-XIX საუკუნეებს. ნაშრომი შედგება ორი ნაწილისაგან. ძირითად ნაწილში განთავსდა შემდეგი თავები: ჯავახეთის ისტორიული საზღვრები, ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, ისტორიოგრაფიული ნარკვევი და წარწერათა პალეოგრაფიული ანალიზი, ჯავახეთის ეპიგრაფიკის სახისმეტყველება; მეორე ნაწილში ორი დამატებაა, პირველში იბეჭდება ცალკეული ეპიგრაფიკული წარწერის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვალერი სილოგავას სამეცნიერო შრომები, რომელთა ნაწილი პროექტით იყო გათვალისწინებული და საგანგებოდ ამ წიგნისთვის დაიწერა; აგრეთვე, მის მიერ ჯავახეთის წარწერების შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია; მეორე დამატებაში შევიდა ძიებანი ჯავახეთის ტოპონიმიიდან და ნარკვევი ჯავახეთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული ცენტრების შესახებ. წიგნს ერთვის ჯავახეთის ეპიგრაფიკული წარწერებისა და ტოპონიმიის შესახებ შედგენილი ბიბლიოგრაფია, რომელშიც იბეჭდება საგანგებოდ ამ წიგნისათვის შედგენილი სომხური სამეცნიერო მასალის ბიბლიოგრაფია და წარწერათა ფოტოები.