
აფხაზეთის, საქართველო, ტრაგედია: ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები
წიგნში გაშუქებულია რეგიონის მოკლე პოლიტიკური ისტორია, რუსულ-ქართული ურთიერთობები პოსტსაბჭოთა პერიოდში, კრემლის ანექსიონისტურ პოლიტიკასთან და აფხაზეთის დეოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები; 1992-1993 წლების ომი და მასში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების უშუალო მონაწილეობა. ქვეყნდება აფხაზეთში მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის-გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა, აგრეთვე უგზოუკვლოდ დაკარგულთა დაზუსტებული სახელობითი სია ქალაქებისა და სოფლების მიხედვით. დიდი ყურადღება ეთმობა აღნიშნული დანაშაულის სამართლებრივ ანალიზს. გაკეთებულია დასაბუთებული დასკვნა, რომ 1992-1993 და შემდგომ წლებში აფხაზეთში წინასწარი განზრახვით განხორციელდა ადგილობრივი ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, გენოციდი, რომელიც დღემდე გრძელდება.