წინამდებარე წიგნი შეეხება ადამიანის უფლებებს სისხლის სამართლის პროცესში, კერძოდ, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა საერთაშორისო და რეგიონალური სამართლის საფუძველზე ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ძალაუფლების შეზღუდვის გზებს, რომლებიც განსაზღვრავს კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილი პირების მიმართ სადამსჯელო სანქციების გამოყენების წინაპირობებს.
***
წიგნი მომზადებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ფონდი ALPE-ს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფლების ინსტიტუტის მიერ.
წიგნის გამოცემა შესაძლებელი გახდა ევრაზიის თანამშრომლობის ფოდნის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. წიგნში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს მათ შეხედულებებს.
საავტორო უფლებები © Oxford University Press