
წიგნი „ადამიანი-ქმნილებათა გვირგვინი“ დაიწერა ბიბლიის, პედაგოგიკისა და ლიტერატურის კლასიკოსების, რეალური სინამდვილისა და პირადი გამოცდილების ანალიზის საფუძველზე. მასში ასახულია ადამიანის უნიკალურობის, ღვთიური წარმომავლობის არგუმენტები, ხილულით უხილავის შეცნობის მეთოდები; სრულად განვითარების უსაზღვრო პოტენციური შესაძლებლობის მხოლოდ 2-3%-ს ზემოთ განუვითარებლობის ფაქტორები, მიზეზები, შედეგები და გამოსავლის გზები და საშუალებები: სრულყოფილი რეალური და ბიბლიური განათლება, ღვთისმოყვარეობა. კაცთმოყვარეობა და შრომისმოყვარეობა: „ყველამ ყველაფერზე ყველაფერი უნდა იცოდეს. `ფილოსოფოსი გლეხივით შრომობდეს და გლეხი ფილოსოფოსივით აზროვნებდეს.“