.

უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2022
1217
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში

The Category of Negation in the Kartvelian Languages

მონოგრაფია წარმოადგენს ქართველური ენების სისტემურ აღწერასა და ანალიზს ერთ-ერთი ფუნდამენტური კატეგორიის, უარყოფის, მიხედვით. უარყოფა სხვა უნივერსალური კატეგორიებისაგან იმით განსხვავდება, რომ წარმოიქმნება მტკიცებითი აზრის უარყოფით, თუმცა მისი ერთ-ერთი სემანტიკური მახასიათებელი მტკიცება-დადასტურების გამოხატვაცაა. აქედან გამომდინარე, უარყოფა რთული კატეგორიაა, რომელიც სხვადასხვა ენობრივ დონეზე გამოიხატება და წარმოაჩენს ფუნქციურ-სემანტიკურ მრავალფეროვნებას.

„უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში“ ინტერდისციპლინური ხასიათის ნაშრომია. საანალიზო მასალა დამუშავებულია აღწერით-სტატისტიკური, ისტორიულ-შედარებითი, დისტრიბუციული (სინტაგმატური და პარადიგმატული) ანალიზის, სუბსტიტუციისა და პერმუტაციის (ჩანაცვლებისა და გადანაცვლების), ელიმინირების, გავრცობილი კვადრატის მეთოდებით. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ კოგნიციის ენობრივ გამოხატულებასთან დაკავშირებული საკითხები; ასევე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართველურ ენათა ტიპოლოგია ისტორიულ-შედარებითი პროცესებისა და სინქრონიული მონაცემების გათვალისწინებით.

ნაშრომი განკუთვნილია ჰუმანიტარული და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის.

Additional Information
 

სამეცნიერო პროექტი – „უარყოფის კატეგორია ქარ- თველურ ენებში“ (FR17-#388) – განხორციელდა შო- თა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება ეკუთვნის ავტორებს და შესაძლებელია არ ასახავდეს რუსთაველის ფონდის შეხედულებებს.

The scientific project – “The Category of Negation in the Kartvelian Languages” (FR17-#388) – was implemented with the financial support of Shota Rustaveli National Science Foundation. Al the ideas expressed herewith are those of the authors and may not represent the opinion of the Foundation itself.

Specifications

  • Date of Publish: July 24, 2022
  • ISBN-13: 978-9941-33-265-4
  • Publisher: უნივერსალი
  • Language: Geo
  • Pages: 560
  • Views: 1217
  • Ratings: 5.0
Recommendations