
1 - Book
ტექსტოლოგია
სახელმძღვანელოში გამოყენებულია ის ტექსტური მასალა, დავალებების პაკეტი და მეთოდები, რომლებიც აპრობირებულ იქნა „ტექსტოლოგიისა და გამოცემათმცოდნეობის“ სადოქტორო პროგრამის სასწავლო პროცესში. მადლობას ვუხდით დოქტორანტებს: გიორგი კალანდაძეს, თეა თვალავაძეს, ესმა მანიასა და მაია ჯანგიძეს პროექტში კონსტრუქციული მონაწილეობისა და სხვადასხვა ავტორის ხელწერათა ცხრილების მომზადებისთვის და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს საილუსტრაციო მასალის მოწოდებისთვის.