.

სოციალური ცვლილებების თეორია
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2021
1061
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
Annotation
 

სოციალური ცვლილებების თეორია

მოცემული წიგნი არის შედეგი სამწლიანი თანმიმდევრული შრომის. იგი მოიცავს სოციალური ცვლილებების ანალიზს სხვადახვა, სოციო-კულტურულ და ასევე პოლიტიკურ ჭრილში. განხილულია დარგში აღიარებული სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები, არგუმენტები, ხანგრძლივი კვლევის შედეგები საკითხებზე, როგორიცაა ცვლილებები სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში, სწავლების მეთოდებსა და შინაარსში; რისკები, რის წინაშეც დგას დღეს მსოფლიო საზოგადოება და ასევე ადგილობრივი მთავრობები ლოკალურ დონეზე; ეკოლოგიური ტიპის პრობლემები; დარგის უახლესი ტენდენციები, ისეთი როგორიცაა ეკონომიკის სოციოლოგიის ჩარჩოებში გიგ-ეკონომიკა, კრიპტო ვალუტა, ბლოკჩეინი; ტრენდული სოციალური მოძრაობები, ახალი პოლიტიკური იდეოლოგია, წოდებული კონვივიალისტურად და ზოგადად კონვივიალისტური მანიფესტი.

წიგნი განკუთვნილია პირველ რიგში უმაღლეს სასწავლებლებში სოციოლოგიის პროგამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ასევე სხვა სოციალურ მეცნიერებათა შესწავლით დაკავებული ახალგაზრდებისათვის; უკვე შემდგარი, დიპლომირებული სპეციალისტებისათვის; წიგნის თემატიკით, საზოგადოებისა და მასში მიმდინარე ცვლილებებით დაინტერესებული მკითხველთა ფართე წრისათვის.

 

Specifications

Recommendations