.

სამედიცინო გეოგრაფია
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2024
599
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

სამედიცინო გეოგრაფია

მკითხველთა წინაშეა მონოგრაფია - სახელმძღვანელო - „სამედიცინო გეოგრაფია“. ამ შინაარსის წიგნი მშობლიურ ენაზე დღემდე არ გვაქვს, არც მეზობელი ქვეყნებისა და ევროპული უნივერსიტეტები არიან ფართოდ უზრუნველყოფილი. წიგნის დარგობრივი ნაწილის შინაარსი სამი განსხვავებული თემატიკისაგან შედგება: 1. გეოგრაფიული; 2. სამედიცინო; 3. რეგიონული.

პირველი მათგანი მოიცავს: დაავადებათა გავრცელებას; ბუნებრივ სამკურნალო, რეკრეაციულ, სოციალურ პირობებს; ბუნებრივი გარემოს კომპონენტებს - წყლები, ნიადაგები, რელიეფი, ფაუნა და ფლორა; მზის რადიაციასა და მთვარის ნათებას; მეტეო და კლიმატური ფაქტორებს; დღე-ღამურ, სეზონურ რიტმების გავლენებს ორგანიზმებზე - ბიორიტმებს; გაუდაბნოებას, ეკოპრობლემებსა და სხვ.

მეორე - სამედიცინო ნაწილი მოიცავს: დაავადებათა ადგილობრივ, ლოკალურ და საყოველთაო გავრცელების ბუნებრივ მიზეზებს; მკურნალობას კურორტებსა და საკურორტო ადგილებში; ამინდისა და ადამიანის კომფორტულობის თანაშეხამებას; სამედიცინო კლიმატოლოგიას; სამკურნალო ტურიზმსა და რეკრეაციას; ჰავით, ენო, ამპელო, არომათერაპიით მკურნალობასა და სხვ.

მესამე - რეგიონული ნაწილი მოიცავს საქართველოს რეგიონების (აფხაზეთი, აჭარა-გურია, სამხრეთი საქართველო, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო) კურორტოგრაფიას, ბალნეოლოგიურ რესურსებს, მკურნალობასა და მის პერსპექტივებს, მთისა და ბარის, ასევე ბალნეოკლიმატურ რესურსებს, აერო და ჰელიოთერაპიას, ზღვის აბაზანებს, მინერალური წყლებით, გოგირდწყალბადითა და რადიაქტიური წყლებით მკურნალობათა სამედიცინო და გეოგრაფიულ შეფასებებს. წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია უცხო - 550-მდე ტერმინის განმარტებებს, ასევე საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სამედიცინო-გეოგრაფიულ მახასიათებლებს, ფართო პერსონალიას.

Additional Information
 

სახელმძღვანელოში მკითხველი იხილავს: მეცნიერულად დადასტურებულ მასალას სამედიცინო-გეოგრაფიული შინაარსის კვლევების, მათი მეთოდებისა და შედეგების შესახებ; ბუნებრივ ფაქტორებთან დაკავშირებულ საკთხებს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დაცვის შესახებ, რაც დამოკიდებულია საზოგადოებრივ (მეცნიერება-კულტურა), ეკონომიკურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ, სოციალურ (ცხოვრების და შრომის პირობები), ეკოლოგიურ (გარემოს მდგომარეობა) თავისებურებებზე და განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას.

სახელმძღვანელო-მონოგრაფია განკუთვნილია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის - „გამოყენებითი გეოგრაფია“ სტუდენტებისათვის. წიგნი გამოადგებათ პრაქტიკული გეოგრაფიისა და მედიცინის, ბუნებითსარგებლობისა და გარემოს ოპტიმალური ათვისების სისტემებში, ასევე სამედიცინო მოსახურეობისა და განათლების სისტემაში დაკავებულ სპეციალისტებს, სამეურნეო დაწესებულებათა სფეროსა და ფართო ინტელექტუალური საზოგადოების წარმომადგენლებს.

Specifications

  • Date of Publish: July 30, 2024
  • Publisher: თბილისი
  • Language: Geo
  • Pages: 359
  • Views: 599
  • Ratings: 5.0
Recommendations