.

რისკოლოგია
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2018
3422
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

რისკოლოგია

ემონომიკრი, ფინანსური და საბანკო-საკრედიტო

რისკების მენეჯმენტი

ნაჩვენებია რისკ-მენეჯმენტის როლი თანამედროვე საბაზრო ურთიერთობებში. განხილულია ეკონომიკური, ფინანსური და საბანკო საკრედიტო რისკების შეფასებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები, ეკონომიკური და ფინანსური მათემატიკის საკვანძო საკითხები, რისკების შეფასების მოდელები. შეთავაზებულია რისკის კლასიფიკაცია და მისი მონიტორინგის ფორმები, საკრედიტო პროცესში მონაწილე საკრედიტო დაწესებულების ძირითადი სამსახურების დასკვნების, მათ შორის რისკ-მენეჯერის დასკვნის მაგალითები. მოყვანილია პოტენციალირი მსესხებელის საკრედიტო რისკების ფაქტორული ანალიზის მეთოდიკა, რომელსაც სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

Additional Information
 

მოყვანილია ყველაზე უფრო რთული პროექტების რისკების შეფასების პრაქტიკიდან მაგალითები. აღნიშნულია კრედიტზე, რისკის თითოეული სახეობის ჭრილში, დოკუმენტების წარმოდგენისა და ანალიზის თავისებურებები. შეთავაზებულია საბანკო ბიზნესზე ერთდროულად მოქმედი რისკების ურთიერთზემოქმედების ფაქტორის გამოვლენისა და მისი რაოდენობრივად გაანგარიშების ავტორისეული ვარიანტი. განსაკუთრებული ყურადღება საკრედიტო რისკების ანალიზისას ყველაზე ხშირად გავრცობილ ძირითად პრობლემებზე და შეცდომებზეა გამახვილებული.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საბანკო თანამშრომლებისათვის, ასევე „საბანკო საქმის“ ან „ფინანსები და კრედიტის“ დეპარტამენტის საგანმანათლებლო უმაღლესი დაწესებულებების სტუდენტი ბაკალავრებისათვის, მაგისტრანტებისათვის, დოქტორანტებისათვის. იგი შეიძლება პოტენციალური მსესხებლებისათვის კრედიტზე განაცხადის გონივრულად და ხარისხობრივად მომზადებასთან მიმართებაში იყოს სასარგებლო.

რედაქტორი: პროფესორი ალეკო ქუთათელაძე
რეცენზენტები: პროფესორი ვლადიმერ ასათიანი, პროფესორი მედეა ჭელიძე

Specifications

  • Date of Publish: May 31, 2019
  • ISBN-13: 978-9941-27-419-0
  • Publisher: თბილისი
  • Language: Geo
  • Pages: 650
  • Views: 3422
  • Ratings: 5.0

Book Author(s)

Recommendations