.

რაოდენობითი ანალიზის ლაბორატორიული პრაქტიკუმი
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2019
33
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

რაოდენობითი ანალიზის ლაბორატორიული პრაქტიკუმი 

“რაოდენობითი ანალიზის ლაბორატორიული პრაქტიკუმი” დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია სასწავლო დისციპლინის “ანალიზური ქიმია” პროგრამის შესაბამისად. მასში მოცემულია სილაბუსით გათვალისწინებული რაოდენობითი ანალიზის ლაბო-რატორიული სამუშაოები. ნაშრომის მიზანს შეადგენს ანალიზური ქიმიის თეორიული საკითხების დამუშავების შედეგად მიღებული ცოდნის განმტკიცება, ლაბორატორიული კვლევებისათვის აუცი-ლებელი მეთოდებისა და მეთოდიკების ათვისება. პრაქტიკული სამუშაოების უმეტესობა არ მოითხოვს რთული აპარატურის, დეფიციტური რეაქტივების გამოყენებას და წარმოდგენილია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შესრულებული სამუშაოებით. თემის განხილვისას გამოყენებულია ერთიანი მიდგომა: მოცემულია ლაბორატორიულ სამუშაოებთან თემატურად დაკავშირებული საკვანძო საკითხების მოკლე თეორიული მიმოხილვა; სამუშაოს მიზანი; რესურსები; გაანგარიშებითი ნაწილი; ექსპერიმენტული ნაწილი გაწერილი ეტაპების მიხედვით; ექსპერიმენტის შედეგების დამუშავება და გაანგარიშება; კითხვები თვითშემოწმებისათვის; ტიპურიტესტები, სასწავლო ამოცანები და მათი ამოხსნის ნიმუშები; ყოველი თემა სრულდება საკონტროლო ექსპერიმენტული ამოცანით.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქიმიის, ბიოლოგიის, ფარმაციის და მოსაზღვრე სპეციალობების პროგრამული მიმართულებების სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის.

 

Specifications

  • Date of Publish: January 23, 2025
  • ISBN-13: 978-9941-17-591-6
  • Publisher: უნივერსალი
  • Language: Geo
  • Pages: 274
  • Views: 33
  • Ratings: 5.0
Recommendations