
ქართული კულტურის ისტორია: წიგნი IV
ისტორია ცნობიერად და არაცნობიერად წარმოქმნის კულტურის სააზროვნო სისტემას, ორიგინალურს თუ სხვაზე დამოკიდებულს, წამოსწევს სახელებსა და ასოციაციებს, ფორმებსა და იდე-ებს, რომელთა განფენის არეალი ცვალებადია. ერის ფსიქიკური პოტენციალი ვლინდება სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში, ეკონომიკაში, კულტურაში. XIX საუკუნიდან, როცა რადიკალურად შეიცვალა პოლიტი-კური სიტუაცია საქართველოს ტერიტორიაზე, კულტურაშიც აღმოსავლეთს შეენაცვლა ჩრდილოეთი.