
10 - Book
წიგნი წარმოადგენს სამი უმნიშვნელოვანესი ქართული ფოლკლო-რული ქმნილების - „ამირანიანის“, „ეთერიანისა“ და „არსენას ლექსის“ ლიტერატურულ კვლევას.
ეპოსი, როგორც ჟანრი, მრავალი ფოლკლორული ფორმის მომცველია – ეს შეიძლება იყოს ზღაპარი, მითოლოგიური გადმოცემა (ანდრეზი), თქმულება, ლეგენდა, ნებისმიერი ნარატივი ანუ ყველაფერი, რაც ნაამბობია, ყოველი ამბავი, რაც მბობას ექვემდებარება, მაგრამ სტრუქტურული, კომპოზიციურად მყარად შეკრული, თავისი დასაწყისითა და გარდაუვალი დასასრულით.