.

პოსტმოდერნიზმი: პოეზიის მოტივები და ობერტონები
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2024
79
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
Annotation
 

პოსტმოდერნიზმი: პოეზიის მოტივები და ობერტონები 

წარმოდგენილი წერილები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჟურნალსა თუ გაზეთში, წიგნში, სამეცნიერო კრებულში დაიბეჭდა, ზოგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წავიკითხე მოხსენებად, კონკრეტული ავტორის კონკრეტული წიგნის პრეზენტაციისას, ზოგიც - სხვადასხვა კონფერენციაზე.

განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ბატონ როსტომ ჩხეიძეს, რადგან წერილთა უმრავლესობა სწორედ ლიტერატურული „სამშაბათობებისა“ და შესანიშნავი ჟურნალის - „ჩვენი მწერლობისათვის“ დაიწერა (როგორ აკლია ეს ჟურნალი ქართულ სივრცეს...). „ღვინისფერი, ხავსისფერი, სილისფერი“ (ფერები გრიგოლ რობაქიძისეულია) წიგნები (ერთგვარი ტრიპტიქი) მსურს დამრჩეს - განაზრებები პოსტმოდერნიზმის ეპოქის ქართულ პოეზიაზე, პროზაზე, ესეისტიკაზე.

ახლა/თავიდან რომ ვწერდე, რაღაცებს, ცხადია, განსხვავებულად აღვიქვამდი და გავიაზრებდი, მაგრამ, ალბათ, როგორც ბესიკ ხარანაული ბრძანებს, „ერთი წიგნი ადამიანში ორჯერ ვერ შევა“ [„მთავარი გამთამაშებელი“, 2012: 272], ხორხე ლუის ბორხესის სამყაროშიც, „ბაბილონის ბიბლიოთეკაში“ (თუ „ბიბლიოთეკის ბაბილონში“), „ქვიშის წიგნის“ ერთსა და იმავე გვერდს ხელმეორედ ვერასოდეს მოიხელთებ....

დარჩეს ეს წერილებიც „პირველად წაკითხვის მოსალოცი ბედნიერების“ განცდით დატვიფრული.. 

 

Specifications

  • Date of Publish: November 25, 2024
  • Publisher: თბილისი
  • Language: Geo
  • Pages: 223
  • Views: 79
  • Ratings: 5.0

Book Author(s)

Recommendations