.

ნივთიერების აღნაგობა
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2010
1625
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

ნივთიერების აღნაგობა (ლექციების კურსი)

ნივთიერების აღნაგობის თანამედროვე წარმოდგენებს საფუძვლად უდევს კლასიკური ქიმიის, კლასიკური ფიზიკისა და ქვანტური მექანიკის კანონები. ეს სამი ძირითადი მიმართულება მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენებოდა ნივთიერების აღნაგობის შესახებ მეცნიერების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. კერძოდ, ამა თუ იმ საკითხის შესწავლის დროს საჭიროა სამივე თეორიის ოპტიმალური გამოყენება და მიკროსამყაროში მიმდინარე პროცესების კვლევა არ უნდა ეწირებოდეს რაიმე მოდურ მეთოდებს. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება ექსპერიმენტულად დადგენილ კანონზომიერებებს. მეორე მხრივ, ხშირ შემთხვევაში მოლეკულის ქიმიურ რეაქციაში მონაწილეობის დროს გარდამავალი მდგომარეობის ექსპერიმენტული აღწერა ყოველთვის ვერ ხერხდება და მეცნიერები კმაყოფილდებიან ქვანტურ-ქიმიური მოდელირებით. ნივთიერების აღნაგობის კლასიკური თეორიის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდის - ვალენტური სქემების თანახმად მოლეკულა შედგება ატომებისგან და ატომები ართმანეთთან დაკავშირებულია მათ შორის ლოკალიზებული სავალენტო ელექტრონების წყვილით. მოლეკულური ორბიტალების მეთოდის მოხედვით მოლეკულა შედგება ატომბირთვებისა და ელექტრონებისგან, რომლებიც დელოკალიზებულია მთელ მოლეკულაში.

 

Specifications

  • Date of Publish: October 10, 2022
  • Publisher: თბილისი
  • Language: Geo
  • Pages: 298
  • Views: 1625
  • Ratings: 5.0
Recommendations