
ეს რობერტ მესხის ახალი კრებულია.
თითქოს გახშირებულ ათოლიების ხმაური, ზღვის მოქცევა, ნიჟარების იდუმალი ჩურჩული... პოეტს ნოსტალგია კიდევ უფრო მოსძალებია, თუმცა ეს არ არის სევდიანი ნიგნი. ეს ნათელი ნიგნია: სიყვარულზე, ტკივილზე, ერთგულებაზე, მონატრებაზე...
ახალი ინტონაციებიც გაჩენილა უცნაური თინეიჯერებით, აბსტრაქციებით, მესიჯებით, ვებგვერდებით და იმეილებით, და მაინც, პოეტს არასდროს ღალატობს გემოვნება. მისთვის ლექსი უპირველესად ესთეტიკური კატეგორიაა. ყველა განცდა გულწრფელია; სულიდან მოდის, ტკივილიდან ამოიზრდება. რობერტ მესხი თანამედროვე პოეტია, გლობალურ სამყაროში ყვითელგულა გვირილებს; ფუმფულა ღრუბლებს; უშორეს გემებს რომ შეყუჟვია.
“ლექსი არის ახალი ამბავი, რომელიც ყოველთვის ახალ ამბად რჩება”, - ეზრა პაუნდი გამახსენდა უნებლიეთ, რადგან ამ ლექსებს მხოლოდ განცდა, ემოცია კი არ მოაქვთ, არამედ რაღაც ახალი, იდუმალი, შეუცნობელი...